თეგი: საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტო: დაგროვებითი პენსიით უკვე 2267-მა პირმა ისარგებლა

საპენსიო სააგენტო 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ სტატისტიკას აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.52 მილიარდი ლარია; ამონაგები კი, საპენსიო სქემის ამოქმედებიდან დღემდე 345 მილიონ ლარს შეადგენს. "საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 301 000 ადამიანია. დღეისათვის, პენსია 2267 პირზე გაიცა და გაცემულმა თანხამ შეადგინა 5 072 564.85 ლარი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

საპენსიო სააგენტო განმარტავს, რატომ არ ჩანდა მოქალაქეების ინდივიდუალურ ანგარიშებზე დანაზოგი

განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია, – ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში. „როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია“,- აღნიშნულია განცხადებაში.  

საპენსიო სააგენტო: 7 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია

2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, წმინდა ამონაგები, კი 374 მილიონ ლარს შეადგენს. „ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 313 ათასი ადამიანია. დღეის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,387 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 5,458,570 ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო

2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 438 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია ნათქვამი. სააგენტოს ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულთა რაოდენობა მილიონ 361 ათასი ადამიანია.  "საპენსიო სააგენტო ასევე აქვეყნებს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშს, რომლის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.69% შეადგინა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 2.95 მლრდ ლარს შეადგენდა შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 438 მილიონი ლარი იყო. „საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 დეკემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18.8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81.2% ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 2.0% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.2% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.5% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4% გლობალურ აქციებში, 0.8% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 63.0% არის განთავსებული“, – აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 3.24 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო

31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულება 3.24 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 492 მილიონ ლარს შეადგენს, - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური მარტის ანგარიშს აქვეყნებს. "საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მარტის ჩათვლით – 43.31%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.28% შეადგინა. 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.24 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 492 მილიონი ლარია", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

10 მაისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.35 მილიარდი ლარია - საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2023 წლის 10 მაისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.35 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები კი 512.6 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სააგენტო 2023 წლის 10 მაისის სტატისტიკას აქვეყნებს.  „საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 395 ათასი ადამიანია. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,551 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 9,722,021.67 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.  

მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.5 მილიარდი ლარია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, წმინდა ამონაგები 584.5 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 405 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,781 პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 10,668,997.13 ლარს შეადგენს.  

სააგენტო: საპენსიო დანაზოგი არ დაიკარგება

6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა კანონი საპენსიო სააგენტოს ავალდებულებდა, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები დაებანდებინა მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ახლა სავალდებულოა, მოქალაქემ თავად შეაფასოს რისკები თანხის დასაბანდებლად. 6 სექტემბრამდე დასაქმებულებმა უნდა აირჩიონ, სად დააბანდონ დაგროვებული საპენსიო თანხა - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელებში.  საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, 25 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გარანტი იმისა, რომ მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგები არ დაეკარგებათ, არიან კანონი, ეროვნული ბანკი საზედამხედველო ფუნქციით და კვალიფიციური საინვესტიციო ექსპერტები. „მონაწილეების დანაზოგების ინვესტირება არცერთ შემთხვევაში არ მოხდება რისკიან პროექტებში, მონაწილეების ინვესტიცია მოხდება გლობალურ აქციებში. ქართული საპენსიო სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიც არის „ტოიოტა“, „სამსუნგი“, „ეპლი“, „ლუი ვიტონი“. ანუ გლობალურ კომპანიებში მოხვდება მათი დანაზოგების 55 % და რამეთუ ამ კომპანიების აქციების ფასი ყოველდღე იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება თავის დინამიკაში, ვიდრე ეს იქნება საშუალორისკიანი და დაბალრისკიანი სტაბილური ან შერეული პორტფელი. ანუ უფრო მეტი რყევა იქნება, მაგრამ ის, რომ რამე დაიკარგება და დავკარგავ დანაზოგს, ეს არის მცდარი ინფორმაცია, იმიტომ რომ გლობალური აქციების 55% ეს არის გადანაწილებული დაახლოებით 3 ათას კომპანიაზე. რეგიონების დონეზე არის ამერიკა, ლათინური ამერიკა, განვითარებული ევროპა, ავსტრალია, განვითარებული აზია და ამავდროულად, მასში არის ქართული სახაზინოები და დეპოზიტები 45%. ასე რომ, ამ პორტფელს ნამდვილად არ ემუქრება ან დაკარგვა, ან ჩავარდნა, პირიქით, ამ პორტფელში მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ," - განაცხადა გოგა მელიქიძემ. მანვე აღნიშნა, რომ ეს პროცესი ხორციელდება მონაწილეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამაზე მეტყველებს აქამდე ინვესტირებული თანხების დინამიკა.“ „ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ საპენსიო სქემის მონაწილეებს მოვუტანეთ 60 მლნ ლარი, 52 % -იანი მოგება და 12 %-ით მეტი, ვიდრე ამ პერიოდში ინფლაცია იყო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საინვესტიციო ჯგუფი მუშაობს ძალიან კარგად და ემსახურება მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს," - აცხადებს გოგა მელიქიძე. საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თქმით, პორტფელის შეცვლის მოთხოვნით საპენსიო სააგენტოს 5-ათასმა ადამიანმა მიმართა, რაც 1 მლნ 400 ათასი ანგარიშის პირობებში, არ არის მაღალი.

საპენსიო სააგენტოს აქტივები 4.6 მილიარდ ლარს შეადგენს

2024 წლის 29 თებერვლის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 496 ათასი ადამიანია, ხოლო საპენსიო აქტივების ღირებულება 4,6 მლრდ ლარს შეადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, ამავე პერიოდში წმინდა ამონაგებმა 941.1 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8 274-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 26 354 795 ლარზე მეტი.